ჩოხატაურის ხევის საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა
18-09-2018
ჩოხატაურის ხევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი გაისმა. 

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა თამარ შელეგიამ, რომელმაც სიგელებით დააჯილდოვა სკოლის წარმატებული მოსწავლეები და პედაგოგები. 

სკოლამ წელს პირველ კლასში 6 მოსწავლე მიიღო, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით, ხოლო სკოლის დირექციისა და სოფლის დეპუტატის მიერ - ფასიანი საჩუქრებით (სასწავლო ნივთებითა და ტკბილეულით).  

სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმაც. 

„გასულ სასწავლო წელთან შედარებით წელს ჩვენი სკოლის კონტიგენტი გაიზარდა 10 მოსწავლით, რაც მისასალმებელია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203