გალავნის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები ზაფხულშიც არ შეწყვეტილა
18-09-2018
გალავნის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსთან წლების განმავლობაში მეგობრობს.
სწორედ მათი მხარდაჭერით, სკოლაში „საზაფხულო სკოლა“ წელსაც ფუნქციონირებდა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
აღნიშნულში სკოლის გარემოსდაცვის კლუბ „მართვეს“ წევრები და მაღალი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები იყვნენ: ჯესიკა როდმანსი, ციცინო რომელაშვილი და ინგლისური ენის პედაგოგები-ეკა სისაური და თამარ ლალიაშვილი.
ბავშვებმა სამი დღე საინტერესოდ გაატარეს. მათ მოისმინეს ლექციები: „გლობალური პრობლემები“, „გარემოს დაცვა და მისი მნიშვნელობა“, „ფუტკარი, ბუნების საოცრება და მისი როლი მედიცინაში“ და „საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება სასუქად“.
ამავდროულად, მონაწილეები წინანძღვრიაანთკარის პროფესიულ კოლეჯში სტუმრად იყვნენ, სადაც ტყის იარუსიანობას, დაცვის საკითხებსა და ხანძრის დროს უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.
ბოლოს კი, საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა კვირაცხოველი და შირმის წყარო მოინახულეს და მათ ისტორიას გაეცნენ.
ამავდროულად, შირმის წყაროსა და სკოლის ტერიტორიაზე სპორტული და ინტელექტუალური თამაშების პარალელურად დასუფთავების აქცია მოაწყვეს. იხილეთ ფოტოები