თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
18-09-2018
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი ნადირაძე ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა, გიული ზაქაიძემ და პედაგოგებმა. დირექტორმა საგანმანათლებლო პროცესის დაწყება მიულოცა სკოლის კურსდამთავრებულებსაც, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღიშნა, რომ სკოლა დიდი ხალისით ემზადებოდა ახალი სასწავლო წლისთვის- მოწესრიგებულია საკლასო ოთახები და კაბინეტები, გამართულია ინფრასტრუქტურა, 1-6 კლასის ყველა მოსწავლისათვის მიღებულია სრულიად ახალი სახელმძღვანელოები.
პირველკლასელებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს. მე-12 კლასის მოსწავლეებმა კი მათ ტრადიციისამებრ სამახსოვრო სუვენირები გადასცეს.
ცალკე საზეიმო ღონისძიება გაიმართა სააქტო დარბაზში პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის. კლასში შესულ პირველკლასელებს კი სკოლის დირექტორმა, მერის მოადგილემ და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მთავარმა სპეციალისტმა ბუკები გადასცეს.
წელს სკოლას 15 პირველკლასელი ჰყავს. იხილეთ ფოტოები