დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლას სწავლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა
18-09-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი 17 სექტემბერს დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

„ეს არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა, რომლის მოსწავლეებიც სხვადასხვა კონკურსებსა და საერთაშორისო პროგრამებში წარმატებულად მონაწილეობენ. სკოლას წელსაც ჰყავს მოსწავლეები, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, რაც პედაგოგებისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომის შედეგია. ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოთ ჩვენს მომავალ თაობებს“ - აღნიშნა მან.  

სკოლამ სიახლეებით, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით აღნიშნა სწავლის დაწყება, პირველკლასელების განწყობის შექმნაზე კი ანიმატორებმა იზრუნეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203