თბილისის N60 სკოლაში ანა კალანდაძის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ისაუბრეს
29-12-2016

თბილისის N60 სკოლის III2 კლასში ჩატარდა პოეტ ანა კალანდაძის შემოქმედებისადმი  მიძღვნილი ლიტერატურული-შემეცნებითი ღონისძიება „ღვთაებრივი პოეზია“.

ბავშვებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდების შესახებ. წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები, მოგონებები პოეტის პირადი  ჩანაწერებიდან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა სლაიდის სახით, რომელზეც აღბეჭდილი იყვნენ ანას წინაპრები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრებიდა ის ადამიანები, ვისთვისაც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ანა კალანდაძის სახელი.

სლაიდ შოუში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პოეტის ნაწარმოებების სხვადასხვა საინტერესო გამოცემებს. 

ლიტერატურულ-შემეცნებითი  ღონისძიების  „ღვთაებრივი პოეზიის“ ხელმძღვანელობდა - კლასის დამრიგებელი ქეთევან შარაშიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203