ლახამულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყეს
19-09-2018
ლახამულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზურაბ ჭკადუა და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ვალოდია ჭკადუა ესწრებოდნენ. სკოლის დირექტორმა, ნაზი საბანიძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიწვეულმა სტუმრებმა.
მოსწავლეებს სპეციალურად ამ დღისთვის ლამაზად მორთული სააქტო დარბაზი დახვდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს სკოლას ორი სერთიფიცირებული მასწავლებელი შეემატა. პედაგოგმა ირინა იმერლიშვილმა კი წარმატებით ჩააბარა საგნობრივი გამოცდა. იხილეთ ფოტოები