„სკოლა ადგილია, სადაც მოსწავლე ღირსეულ პიროვნებად ყალიბდება“ - მანდაეთის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
19-09-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

დღეს საკუთარ ხედვებს მანდაეთის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი სიმონ ჩაჩანიძე გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე ღირსეულ, განათლებულ პიროვნებად ყალიბდება და წარმატებული ცხოვრებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი წვლილის შესატანად ემზადება. 

საუკეთესო მოსწავლე არის სანიმუშო თვისებების მქონე, დისციპლინირებული და აქტიური ახალგაზრდა, რომელიც თვითგანვითარებისა და წინსვლისკენაა ორიენტირებული. 

პედაგოგი ფასობს ხარისხიანი და მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის წარმართვით, მოსწავლეების შედეგებით, კომუნიკაბელურობითა და ობიექტურობით.

დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, სამართლიანი და მზრუნველი პიროვნება, რომელიც სასკოლო ცხოვრების გასაუმჯობესებლად თავდაუზოგავად შრომობს. 

განათლება არის
უდიდესი ფასეულობა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მისწრაფებების განხორციელების საშუალებას გვაძლევს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203