ღების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო
19-09-2018
ღების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ნუნუ ლობჯანიძემ, ონის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ, ონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბაჩანა მარკოიშვილმა და ონის საკრებულოს წევრმა ვაჟა ლობჯანიძემ. 

„სასწავლო წლის დასაწყისი მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი, რადგან მას თან სდევს მასწავლებლის უდიდესი ენერგიის მობილიზება, მოსწავლის განწყობა - მიიღოს განათლება, მშობლის მოლოდინი, რომ ახალმა სასწავლო წელმა მეტი საფუძველი შეუქმნას მომავალ თაობას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ზეიმზე პირველკლასელებს ნოუთბუქები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ასევე მათ საჩუქრები გადასცა ონის საკრებულოს თავჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. 

ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს მთელ კოლექტივს, ყველა მშობელსა და მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203