გალავნის საჯარო სკოლაში ბულინგის პრევენციის მიზნით ღონისძიება ჩატარდა
19-09-2018
გალავნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა „ბულინგის კუთხე“ მოაწყვეს.
ღონისძიება კლუბ „მართვეს“ წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
მათ სკოლაში პოსტერები გააკრეს, სადაც ასახულია ბულინგის ამსახველი ქმედებები და მისი პრევენციის გზები.
„დღეს ხშირად გვესმის სიტყვა „დისკრიმინაცია“. როდესაც დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ „ბულინგი“, ანუ არატოლერანტული ქცევების ერთობლიობა, რომელიც ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიშნავს. ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. უფრო ხშირად კი ბულინგის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები ხდებიან. ბულინგის მსხვერპლის მდგომარეობა არასახარბიელოა, მას მოყვება ბავშვებში იმედგაცრუება და თვითშეფასების დაქვეითება. ბულინგი ხშირად სკოლაში გვხვდება, რაც იმით აიხსნება,რომ იქ გარკვეული როლური ურთიერთობები ყალიბდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვებმა მსგავსი აქტივობის დაგეგმვა. ისინი აცნობიერებენ ამ საკითხის აქტუალობას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა ციცინო რომელაშვილმა.