ყველასათვის ხელმისაწვდომი Izrune.ge - ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს თბილისის N108 საჯარო სკოლა უერთდება
19-09-2018
შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობელთა რიცხვს დღეს თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ოჯახები უერთდებიან.

გამორჩეულად ძლიერი პედაგოგიური კოლექტივისა და ლიდერი დირექტორის, მაია მღვდელაძის ინიციატივით, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ინდივიდუალური Izrune.ge-ს ტესტები დამსწრე საზოგადოებას პირდაპირ რეჟიმში წარუდგინა და პორტალის მთავარი მიზნის - შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის ეფექტურობა ადგილზევე დაამტკიცა.

წარმატებული სკოლის დირექტორმა, მაია მღვდელაძემ Izrune.ge-ს ხედვები გაიზიარა და პროექტის სახალხოობას გაუსვა ხაზი:

Izrune.ge ყველასათვის ხელმისაწვდომი ინოვაციური პორტალია, რომლის ყველა სიკეთით სარგებლობა, შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველ მშობლებს სიმბოლურ ფასად, თვეში მხოლოდ 1 ლარად შეუძლიათ. მჯერა ჩემი მოსწავლეების ოჯახების კეთილგონიერებისა და ერთობლივი მუშაობის, რომლითაც საუკეთესო შედეგებზე გავალთ."

ღონისძიება მოსწავლეებმა და მშობლებმა Izrune.ge-ში ჩართვისა და სექტემბრის ბოლო კვირა დღის მოლოდინით დატოვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203