ბორჯომის N1 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ღონისძიებით მიულოცა
20-09-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ღონისძიებით მიულოცა. ღონისძიებას ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ესწრებოდა. მან სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლას სტუმრობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, რომელმაც პირველკლასელები საკლასო ოთახებში მოინახულა და სწავლის დაწყება მიულოცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.