დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვეს
20-09-2018
2017-2018 სასწავლო წელს დაბა ხულოს საჯარო სკოლის მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ვახტანგ მიქელაძემ, ქეთი აბულაძემ, ლუკა დეკანაძემ, ნიკა და ნოდარ შანთაძეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ლიტერატურული მარათონი“. კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ ჩაატარა.
აღნიშნულ კონკურსში მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს და პლანშეტებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ნეთბუქით დაჯილდოვდა მერვე კლასის მოსწავლე ნინი აბულაძე, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში გამოიჩინა თავი.
დაბა ხულოს საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებებს და წარმატებებს უსურვებს.