ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
სწავლის დაწყების პირველი დღე მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ სწავლის დაწყებას პირველკლასელი მოსწავლეები. მათ სკოლაში საზეიმოდ გაფორმებული კლასი, ახალი სახელმძღვანელოების კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები დახვდათ.
ახალი სახელმძღვანელოები 1-ლი-მე-6 კლასის ყველა მოსწავლემ მიიღო. პორტატული კომპიუტერი გადაეცა 1-ელი კლასის დამრიგებელსაც.
„სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ენთუზიაზმით დაიწყეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები