ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა.
სკოლაში მოსულ მოსწავლეებსა და პირველკლასელებს სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მეთორმეტეკლასელებმა სწავლის დაწყება მიულოცეს.
„მეთორმეტეკლასელებმა ბავშვებს იბერიელობა გადაულოცეს, შემოაცილეს სკოლაში და სიმბოლურად შეაბეს ხელზე სამკლაურები წარწერით „იბერიელი“. გარდა ამისა, სპეციალურად მოწყობილ ჩარჩოსთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები