ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყეს
20-09-2018
ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ და გალამაზებულ შენობაში დაიწყეს. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა. დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზაფხულის არდადეგების დროს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.