ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს
20-09-2018
ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლის შენობაში დაიწყეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს სკოლა რულად გარემონტდა.
განახლებული სკოლის გახსნის ცერემონილს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ჯეფრი რენო, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 48 მოსწავლე სწავლობს და მათგან 30-ს მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ეროვნული გვარდიამ 30 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრები, ოთხივე პირველკლასელს კი სასკოლო ჩანთები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ქედის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ძენწმანის საჯარო სკოლის აღსაზრდელია.