პირველკლასელების სასკოლო ასაკი შესაძლოა გადაიხედოს
20-09-2018
პირველკლასელების სასკოლო ასაკი შესაძლოა განსჯისა და მსჯელობის მიზეზად იქცეს. ეს ის თემაა, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს. 

მოქმედი რეგულაციით სკოლაში პირველკლასელის მიყვანა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისი ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება ანუ სწავლის დაწყებისთვის მოსწავლეს 6 წელი უკვე შესრულებული აქვს. 

ამ თემაზე Etaloni.ge-სთან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა ისაუბრა. 

„ეს არის სამინისტროს პრეროგატივა. შესაძლოა, ბავშვების სასკოლო ასაკი გადაიხედოს, არაფერია გამორიცხული. ჩვენ ვიცით, რომ ზოგი მოსწავლე 7 წლისაც არაა სკოლისთვის მზად და ზოგი 5 წლის ასაკში მზადაა სწავლის დასაწყებად. ეს ინდივიდუალურია და შესაბამისი მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაში სამინისტროს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რიგ საკითხებზე კონსულტაციებს ჩვენთანაც გაივლიან, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომელიც სკოლამდელ განათლებას ეხება“ - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203