საყუნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო
20-09-2018
საყუნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო. დროშა პირველკლასელებმა აღმართეს.
სკოლის დირექტორმა სიმონ გელაშვილმა სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. დირექტორმა ასევე წარჩინებული მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა.
პირველკლასელებმა ლექსები წარმოთქვეს, ბანაკში მყოფმა მოსწავლეებმა კი ერთმანეთს საზაფხულო შთაბეჭდილებები გაუზიარეს.