ვანის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა
20-09-2018
ვანის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი აღნიშნეს.
ღონისძიებაზე ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე
გოგორიშვილი, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და ვანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე იმყოფებოდნენ.
სტუმრებმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
ვანის N1 საჯარო სკოლა ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და სკოლის ადმინისტრაციის წევრს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.