ნაგარევის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგ ციალა ქავთარაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს
20-09-2018
ნაგარევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგ ციალა ქავთარაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა მრავალი ღირსეული თაობა აღზარდა. იგი ნაგარევის საშუალო სკოლაში 1956-1996 წლებში სასწავლო ნაწილის გამგედ და ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს თერჯოლის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლის საგანმაანთლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა გიორგაძე და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გოდოგანში გურამ ცირეკიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ციალა ქავთარაძემ სამადლობელო სიტყვა წარმოთქვა და მოსწავლეებს მიმართა: „არ წამოვხვიდეთ სახლიდან საუზმის გარეშე... მიიღეთ მასწავლებლები ისე, როგორც საკუთარი დედა და საკუთარი მამა“.