დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
29-12-2016
სულხან-საბას ლიტერატურულ დარბაზში, ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა

პროექტის ორგანიზატორი იყო ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო მხარდამჭერი ინტელექ კლუბი "რა?, სად?, როდის?". 

ადგილზე ორგანიზებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება უწევდა. 

ღონისძიება საქართველოს მასშტაბით ერთდროულად ზუსტად 2 საათზე დაიწყო და მასში მონაწილეობას ბიბლიოთეკების სახელით სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებიც აქტიური მკითხველები არიან. 

I ადგილი მოიპოვეს დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც სოფელ ბალიჭის ბიბლიოთეკის სახელით მიიღეს მონაწილეობა. 

თამაშის მეორე ეტაპი იანვარში გაიმართება. 

მესამე ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი თებერვალში ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.

პროექტს რეგიონებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  

თამაშები ყველა რეგიონში მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. 

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში წიგნიერების ხელშეწყობა და სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203