თბილისის N71 საჯარო სკოლასა და Izrune.ge-ს შორის ყველაზე მზრუნველი მემორანდუმი გაფორმდა
20-09-2018
თბილისის N71 საჯარო სკოლა Izrune.ge-ს დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი გახდა.

სკოლის ლიდერმა დირექტორმა, პაატა ჩორგოლაშვილმა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ხელი მომავალ თაობაზე ზრუნვისა და ღირსეული, განათლებული და მოქალაქეობრივად მოაზროვე ახალგაზრდობის აღზრდის მემორანდუმს მოაწერეს. 

სკოლის წარმატებულმა მენეჯერმა, საუკეთესო პედაგოგებთან ერთად, თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათ მშობლებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი და მისი ყველა სიკეთე სიმბოლურ ფასად გახადა ხელმისაწვდომი.

Izrune.ge-ს ავტორმა საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული, ინდივიდუალური ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სკოლის გამორჩეულმა პედაგოგებმა და აქტიურმა მშობლებმა პორტალის მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებას დაუჭირეს მხარი და შვილებთან ერთად Izrune.ge-ს სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

მოსწავლეების განსაკუთრებული აღტაცება გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გაჟღერებულმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გამოიწვია - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს.  
 
შეხვედრა ემოციური შეძახილებით დასრულდა.

მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ  Izrune.ge -ს საუკეთესო წევრები იქნებიან და უპრეცენდენტო საჩუქას სწორედ თავიანთ მასწავლებლებს მოაგებინებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203