ჯალაურთის საჯარო სკოლაში 2018-2019 საწავლო წელი ზეიმით აღნიშნა.
ზეიმზე სკოლის დირექტორმა ბესიკ კაპანაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.
შემდეგ დირექტორმა სიგელები გადასცა წარჩინებულ მოწავლეებს, აუდიტორიას მოუთხრო ზაფხულის არდადეგებზე სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „სხივების“ წარმატებების შესახებ (ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „შავი ზღვის ვარსკვლავი“, გახდნენ „გრანპრის“ მფლობელები, დაჯილდოვდნენ დიპლომებით და თასებით).
ზეიმზე ლექსი წაიკითხა ყველა პირველკლასელმა.
ასევე ლექსით და სიმღერით მიულოცეს მათ სკოლაში შემოსვლა უფროსკლასელებმა.
ღონისძიება სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სხივებმა“ დაასრულეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო