კასრისწყალის საჯარო სკოლას ახალ სასწავლო წელს 3 პირველკლასელი შეემატა
21-09-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლას სამი პირველკლასელი შეემატა.
ტრადიციისამებრ, ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მათ ასევე, მშობლებს შვილების სწავლა-განათლებაში მეტი ჩართულობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდეს.
როგორც სკოლის დირექტორმა, მერაბ ბუღრიძემ განაცხადა, სასიხარულოა საზღვრისპირა ტერიტორიაზე სასკოლო ზარის დარეკვა.
„ჩვენ გვიხარია, რომ ასეთი ტერიტორიული წყობის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, როგორიცაა სოფელი კასრისწყალი თავისი დიდი ისტორიული და კულტურული დანიშნულებით, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ზარი ირეკება. ჩვენ, ადმინისტრაციას და პედაგოგებს დიდი წვლილი და მისია გვაკისრია ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე. ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეს დღე მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რადგან სკოლა და განათლება ერთადერთი ფუნდამენტია ქვეყნისა და საზღვრისპირა სოფლების შესანარჩუნებლად“,- განაცხადა მერაბ ბუღრიძემ.
სკოლის დირექტორმა ასევე, პედაგოგებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ისინი მრავალი წელია თავის საქმიანობას კეთილსინდისიერად, დიდი შრომისა და გმირობის ფასად ასრულებენ.
„არ შემიძლიან მადლობა არ გადავუხადო თითოეულ მათგანს“,-განაცხადა მერაბ ბუღრიძემ.