მარელისის სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლო დღეები ნამდვილ ზღაპრად აქციეს
29-12-2016

სადგურ მარელისის სკოლაში საახალწლო ზეიმი ორ ეტაპად ჩატარდა: 28 დეკემბერს პატარებმა წარმოადგინეს საახალწლო კომპოზიცია ზღაპრების თემაზე, სადაც ყველას შესაბამისი როლი ჰქონდა მორგებული და სიმღერით, ცეკვით, ინსცენირებითა და დეკლამაციით გაჯერებული საახალწლო განწყობა შექმნეს დარბაზში. 

კოსტუმირებული პატარები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს და საოცარ ზღაპრულ სამყაროს ქმნიდნენ სცენაზე. 

ბავშვებთან ერთად პედაგოგები ბაბილინას და მერი პოპინსის როლებში სცენაზე პატარებთან ერთად საოცარ გარემოს ქმნიდნენ.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შეზავებული იყო ერთმანეთში ხალისი, სითბო,სიყვარული და ახალი წლის საგალობელი მუსიკად იღვრებოდა სააქტო დარბაზში.

სკოლის დირექტორმა დაწყებით კლასებს საკლასო საჩუქარები გადასცა  სასწავლო აქსესუარების სახით და მიულოცა ახალი წელი:

“თქვენი ხვალინდელი დღე ზეიმი უნდა იყოს და გისურვებთ 2017 წელმა ყოველდღიურობა ზეიმად გიქციოთ“- მიმართა დარბაზს სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ და  პატარებთან სამახსოვრო  ფოტოები გადაიღო.

სააქტო დარბაზი უკვე უფროსკლასელებს დაეთმოთ.

ყველა კლასმა წარმოადგინა საახალწლო ნომერი, იყო ხალისი, სითბო და საახალწლო განწყობა.

ამ განწყობას კიდევ უფრო ალამაზებდა მოსწავლეთა მიერ მაღალ დონეზე შესრულებული თანამედროვე და ქართული ცეკვები, სიმღერები, სკეტჩები, იუმორისტული სხარტულები და რაც მთავარია, შეჯამება წინა წლის მათ მიერ შექმნილი სათანადო ბარათებით.

სკოლის ყველა პედაგოგისა და თანამშრომლის სახასიათო დამსახურებების მხატვრულ ასპექტში გამოსახვა შესაბამის ბარათებზე გადატანილი მოსწავლეებმა სიყვარულით გადასცეს ადრესატებს და პოლიფონიურ გარემოში დაასრულეს საახალწლო ზეიმი.

სკოლის დირექტორმა ყველა კლასს საჩუქრად გადასცა კედლის საათი და მათ დროის შესაბამისად სვლისკენ მოუწოდა.

საახალწლოდ მოირთო და გალამაზდა სკოლის ინტერიერი.

მოსწავლეთა და პედაგოგთა ძალისხმევით შექმნილი იქნა სხვადასხვა სახის საზეიმო ნაწარმები და გალამაზდა გარემო.

როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, სილამაზესთან შენივთებული ხალისიანი დღეები ახალი წლის ნამდვილ ზღაპრად იქცა და  ყველა ამაღლებულ განწყობაზე დააყენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203