უჩხოს საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილე აღნიშნეს
21-09-2018
უჩხოს საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს თემურ დეკანაძეს 50 წელი შეუსრულდა. თემურ დეკანაძეს მიღებული აქვს საქართველოს წარჩინებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი, იყო გეოგრაფიის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი და განათლების განყოფილების შტატგარეშე მეთოდისტი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი, წლების განმავლობაში ის დაჯილდოვდა უამრავი მედლითა და სიგელით, მისი სტატიები ხშირად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალში, რითაც ის ეხმარებოდა ახალგაზრდა პედაგოგებს.
საკუთარი სკოლის გარდა ის ატარებდა ლექციებს თბილისის N166 საჯარო სკოლაში, კითხულობდა მეთოდურ თემებს საქართველოს პედკითხვის საზოგადოებაში.
„ის დაუღალავად, ახალგაზრდული ენერგიით, მუხლჩაუხრელად ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, წინსვლასა და დიდხანს სიცოცხლეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.