გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ახალ 2018-2019 სასწავლო წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ.
ახალი სასწავლო წელი სკოლას წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და წყალტუბოს საკრებულოს წევრმა შალვა კილაძემ მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2017-2018 სასწავლო წელს სკოლას 4 მედალოსანი მოსწავლე ჰყავდა. 22 მასწავლებლიდან 7 წამყვანი მასწავლებელია, 11 კი - უფროსი მასწავლებელი.
„სწავლა ენთუზიაზმით, დიდი იმედებითა და სურვილებით დავიწყეთ, ახალი სკოლის შენობის მოლოდინში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები