შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალ 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებული ზეიმით შეხვდნენ
21-09-2018
ახალი 2018-2019 სასწავლო წელი შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ კერძო და საჯარო სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყო. ყველა სკოლაში ჩატარდა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება.
სკოლის დირექტორების მიერ სკოლებში წარჩინებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები.
შუახევში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წელს შევიდა სულ 132 პირველკლასელი, რომლებსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები და სასწავლო სახელმძღვანელოები.
ახალი 2018–2019 სასწავლო წლის დაწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ქალბატონმა ინგა შამილიშვილმა შუახევის რესურსცენტრის უფროსთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა დაბა შუახევის, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურისა და სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
ახალი 2018–2019 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით აღინიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში, რადგან წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით აშენდა ახალი, კაპიტალური თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ ინვენტარი და მხატვრული ლიტერატურა.
სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
შუახევის რესურსცენტრი ულოცავს ყველა პედაგოგს და მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს.