ხევაშენის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელი დიდი ზეიმით დაიწყო.
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ზეიმი სკოლის დირექტორმა ცისანა ობოლაძემ გახსნა.
მან მისალმების შემდეგ სტუმრებს გააცნო სტუდენტების სტუმრობის მიზანი: სკოლაში სასწავლო პროცესზე დაკვირვება.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო ლექსები.
ღონისძიების დასასრულს დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები და სერტიფიკატები სხვადასხვა აქტივობაში მიღებული წარმატებისთვის, ხოლო დაწყებითი კლასების მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებითაც დააჯილდოვა.
მან ასევე სიგელები გადასცა სტუმრებს თავიანთი მისიის კარგად შესრულებისთვის, ხოლო შტუტგარტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კი „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა.
იხილეთ ფოტოები