ილიაწმინდის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
24-09-2018
ილიაწმინდის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
2018-2019 სასწავლო წელს სტატუსი შეეცვალათ შემდეგ პედაგოგებს - თამარ შაიშმელაშვილს, ციცინო შალვაშვილს, ლაურა მჭედლიშვილს, მანანა ღლიღვაშვილს და ნანა ქაჯაიას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის პედაგოგთა 80% -ზე მეტი უფროსი მასწავლებელია.