თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა სწავლის დაწყების დღეს აღსაზრდელებს საზეიმო გარემო შეუქმნა
21-09-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა ლალი თეთრაძემ აღსაზრდელებს სწავლის დაწყების დღეს საზეიმო გარემო შეუქმნა. პედაგოგმა აღსაზრდელებს საზეიმოდ გაფორმებული კლასი დაახვედრა, სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. მეოთხეკლასელები ასევე საინტრესო და სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ.
„ეს დღე კიდევ ერთი ლამაზი სასკოლო მოგონება იქნება პატარებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.