გულგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
24-09-2018
გულგულის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლაში მისულ მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული ეზო დახვდათ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და 2017-2018 წლის წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სურვილების ყუთში ბარათები ჩაყარეს, სადაც დაწერეს თუ რა სიახლეებს ისურვებდნენ სასწავლო პროცესში.