ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა გამარჯვებული პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა
24-09-2018

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ტრადიციულად, სხვადასხვა წამახალისებელ ნომინაციებში გამარჯვებული პედაგოგები, მოსწავლეები და კლასები სიგელებით დააჯილდოვა. 

ნომინაციაში -„წლის საუკეთესო დამრიგებელი“ დაწყებითი კლასების პედაგოგი ანიკო ხურციძე დაჯილდოვდა.

„წლის საუკეთესო პედაგოგის“ ნომინაციაში კი დაწყებითი კლასების პედაგოგმა სოფიო ბახსოლიანმა გაიმარჯვა. 

სიგელი, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო დაწყებითი საფეხურის კლასი“ გამარჯვებისთვის, პედაგოგ ლამარა საღრიშვილის მე-2 კლასს გადაეცა.

„საბაზო საფეხურის წლის საუკეთესო კლასად“ პედაგოგ მარიამ სანიკიძის მე-9 კლასი დასახელდა.

პედაგოგ ნუნუ ცირეკიძის მე-10 კლასმა “საშუალო საფეხურის საუკეთესო კლასის„ ტიტული მოიპოვა. ამავე კლასის მოსწავლე მარიამ ჭირაქაძე კი „საშუალო საფეხურის საუკეთესო მოსწავლედ„ დასახელდა.

„საუკეთესო მოსწავლის“ ტიტული საბაზო საფეხურიდან პედაგოგ ფიქრია ხაჭაპურიძის მე-8 კლასის მოსწავლემ თამარ ფცქიალაძემ მოიპოვა.

დაწყებითი საფეხურიდან „წლის საუკეთესო მოსწავლის“ ნომინაციაში გამარჯვება პედაგოგ ნანა კუჭუხიძის მე-5 კლასის მოსწავლემ ანი წიქარიშვილმა და პედაგოგ მაკა სანიკიძის მე-4 კლასის მოსწავლემ გიორგი ნადარეიშვილმა გაინაწილეს.

ნომინაციაში - „წლის საუკეთესო თანამშრომელი“ სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, მათემატიკის პედაგოგი მაია კაკაბაძე დაჯილდოვდა.

სკოლის დირექტორმა სკოლის კოლექტივს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. დირექტორის მოადგილემ თამარ ქობულაძემ კი საუკეთესო შედეგების მისაღწევად პედაგოგებთან და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203