სიღნაღის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა
24-09-2018
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებს სკოლის დირექტორი მიესალმა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ახალი სასწავლო წელი სკოლას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილმა, ქალაქ სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ბეჟაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
პირველი კლასის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერები ადგილობრივი თვითმმართველობის და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა გადასცეს.