ხარაგაულის, მოლითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. სკოლის აღსაზრდელებმა კი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს პირველკლასელებს საჩუქრად ბუკები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
იხილეთ ფოტოები სრულად