თბილისის N61 სკოლის მოსწავლეებმა საახალწლოდ „ჩვილ ბავშვთა სახლის'' აღსაზრდელები გაახარეს
30-12-2016

თბილისის N61 სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, შეიკრიბა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ახალგაზრდობა და ჩატარდა კონცერტი.

ღონისძიებაში ჩაერთვნენ: ხალხური ცეკვის ანსამბლი „არმაზი“, მომღერლები, მხატვრული კითხვის ოსტატები, სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავენი. 

მოსწავლეთა ასაკი შეუზღუდავი იყო, მასში მონაწილეობდა ყველა ასაკის ბავშვი. 

დირექციისა და თანამშრომელთა გადაწყვეტილებით, შემოსული თანხა გადაირიცხა „ჩვილ ბავშვთა სახლში''.

ღონისძიებას ესწრებოდა ბევრი სტუმარი, მათ შორის-განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203