ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
24-09-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებმა კი სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და იმღერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლის პირველმა დღემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. იხილეთ ფოტოები