თბილისის N54 სკოლამ აღსაზრდელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
24-09-2018
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 სკოლის დირექციამ სასწავლო წლის დაწყების დღეს მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი ურუსვა.
„მოგესალმებით ჩვენს დიდ ოჯახში! იმედი მაქვს, რომ ერთად გატარებული თითოეული დღე ხალისიანი, შინაარსიანი და ნაყოფიერი იქნება. თქვენ აქ განათლებას იღებთ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ განათლება არ ნიშნავს მხოლოდ აკადემიური ცოდნისა და უნარების დაუფლებას. განათლებული ადამიანი გამოირჩევა გონიერებით, კარგი მანერებით და გააზრებული აქვს, რომ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ“, - მიმართა დირექტორმა მოსწავლეებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ახალი სასწალო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს. იხილეთ ფოტოები