თერჯოლის, გოდოგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზაფხულის პერიოდში სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გარემონტდა საკლასო ოთახები და დერეფნები.
სკოლაში სწავლის დაწყების დღეს სტუმრად იმყოფებოდნენ თერჯოლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გიგა გიორგაძე და მერის წარმომადგენელი გოდოგნის თემში გურამ ცირეკიძე.
სტუმრებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის დირექციამ 2017-2018 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები