შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
24-09-2018
შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

მოსწავლეებმა მშვიდობის დარგში ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ კედლის გაზეთი გამოუშვეს. სკოლის აღსაზრდელებმა სკოლაში ასევე პლაკატი გააკრეს, სადაც მშვიდობის შესახებ ცნობილი ადამიანების ციტატები იყო მოყვანილი.

სკოლაში ასევე ნახატების კონკურსი გაიმართა. მოსწავლეებმა მშვიდობის თემაზე დახატეს. კონკურსში გამარჯვებულები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მშვიდობის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზო მოხატეს. 

21 სექტემბერს კი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა. აქტივობაში სხვადასხვა  კლასიდან 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლები, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და სკოლის დირექცია.

მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203