იზრუნე ინდივიდუალურად - ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს თბილისის N118 საჯარო სკოლა უერთდება
24-09-2018
ყველასათვის ხელმისაწვდომი, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული, ინდივიდუალური იზრუნეს ტესტების პრეზენტაცია დღეს თბილისის N118 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მასპინძელი სკოლა 3 კომპონენტით: ლიდერი დირექტორით, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდითა და ძლიერი კონტიგენტით გამოარჩია.

სკოლის წარმატებულმა მენეჯერმა, გიული შენგელიამ Izrune.ge-ს ინოვაციურობას მხარი დაუჭირა და მისი მთავარი ღირებულების - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანების გზაზე ერთგული თანამოაზრეობა და თბილისის N118 საჯარო სკოლის მხრიდან მაღალი ჩართულობა დააანონსა.

მშობლები მოხარულნი დარჩნენ, რომ ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვა სახალისო და შემეცნებითი კუთხით შეეძლებათ, თანაც შვილის მონაცემებისა და მისწრაფებების გაცნობას ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის შექმნილი იზრუნეს ტესტებით შეძლებენ. 

სკოლაში განსაკუთრებული ჟრიამული გოჩა ტყეშელაშვილის უპრეცენდენტო ინიციატივამ გამოიწვია - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი  ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203