გთავაზობთ თბილისის N174 საჯარო სკოლის პედაგოგის ნანული ლოთიშვილის პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას
თბილისის N174 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანული ლოთიშვილმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაატარა.
კვლევის თემაა მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უნარის განვითარება.
„პედაგოგის და ზოგადად სკოლის ფუნქცია, საზოგადოების წინაშე განუზომლად დიდია და მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს როგორც არასოდეს ქვეყანას ჭირდება კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებით აღჭურვილი, ტოლერანტი მოქალაქეები. ამ უნარების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მივიღოთ, გავაანალიზოთ, დავახარისხოთ, შევაფასოთ ის უზარმაზარი ინფორმაციული კასკადი, რაც მოემართება ქვეყნის გარედან, ინტერნეტსივრციდან და ა. შ. ქვეყანას ჰაერივით ჭირდება თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოებრივი ურთიერთობები, საზოგადოება რომელსაც ექნება უნარი ღირსეულად უპასუხოს XXI-ე საუკუნის გამოწვევებს...“
კვლევა ვრცლად იხილეთ
ბმულზე