ნახუნაოს საჯარო სკოლას ახალ სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ბიჭი შეემატა
25-09-2018
ნახუნაოს საჯარო სკოლას ახალ სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ბიჭი შეემატა, რომელთაგან 4 ნახუნაოს საჯარო სკოლაში დაიწყებს სწავლას, 1 კი-წინაკვერკვეს განყოფილებაში.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მათ სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა.
ასევე, სიტყვით გამოვიდა სკოლის უხუცესი მასწავლებელი ქეთევან ცანავა.
ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს სკოლის დაწყება ლექსებით მიულოცეს.