მიმდინარე წლის 28-30 სექტემბერს, ბათუმის ოლიმპიურ დარბაზში 10, 12, 14 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის სწრაფ ჭადრაკში საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდი მონაწილეობს, მათშორის, მცხეთა-მთიანეთის ნაკრები გუნდი, რომელშიც თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პეტრე ბაგაშვილი (მე-9 კლასი) და ლევან მაჩურიშვილი (მე-6 კლასი) ირიცხებიან.
თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებს და მათ პედაგოგს, ზაალ პატურაშვილს წარმატებას ულოცავს და მომავალ ჩემპიონატში გამარჯვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები