ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე აშშ-ში გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს
25-09-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დალი წაქაძე სწავლას მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით - FLEX ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელმა 2017-2018 სასწავლო წელს FLEX-ის შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა.
სკოლა დალი წაქაძეს წარმატებებს უსურვებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - FLEXქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს, ამერიკულ სკოლებში ისწავლონ და ამერიკულ ოჯახებში იცხოვრონ. პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს.