„მოგზაურობა წარსულში“ - ორიგინალური პირველი სასწავლო დღე ველევის საჯარო სკოლაში
25-09-2018
„მოგზაურობა წარსულში“ - ასე ორიგინალურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი ველევის საჯარო სკოლაში. პირველი ზარის ზეიმზე სკოლას სოფლის უხუცესები ეწვივნენ, რომლებმაც თავიანთი ბავშვობა, სკოლა და პედაგოგები გაიხსენეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თემის რწმუნებულმა, გრიგოლ ჩიხრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით გოგსაძემ მიულოცეს.
მათ სკოლას საჩუქრებიც გადასცეს.
დღის ბოლოს მოსწავლეებმა ერთობლივად შეიმუშავეს ქცევის წესები „გვახსოვდეს!“ და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს.
პირველი ზარი კი მომავალმა პირველკლასელმა, ნიკოლოზ გოგსაძემ დარეკა.