ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა.
სკოლის დირექტორმა, თინათინ ბეჟაშვილმა საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარჩინებული მოსწავლეები სიგელებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით უხაროდათ პირველკლასელებს.
"განსაკუთრებით სასწავლო წლის დაწყება უხაროდათ პირველკლასელებს, რომლებმაც სკოლაში პირველად შემოაბიჯეს. მათ ლექსები წაიკითხეს და შეეგებნენ პირველ მასწავლებელს, რომელმაც სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცა",-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
ბავშვებს ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა 2018-19 სასწავლო წელს (პირველ სემესტრში) შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს:
1. „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა.“