ყველაზე ემოციური და სახალხო - თბილისის N112 საჯარო სკოლა წარმატებულ სასწავლო წელს Izrune.ge-სთან ერთად იწყებს
25-09-2018
ვრცელი და ნათელი ოთახი ნელ-ნელა საუკეთესო პედაგოგებით, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებითა და სიახლეების მაძიებელი მოსწავლეებით გაივსო.

თბილისის N112 საჯარო სკოლაში თავშეყრის მიზეზი Izrune.ge-ს პრეზენტაცია და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობაა.

ყველაფერი პროექტის შესახებ მცირე შესავლით დაიწყო და იზრუნეს ტესტების პირდაპირ რეჟიმში გავლასთან ერთად, დიდ ემოციასა და ჩართულობაში გადაიზარდა.

ყველასათვის ხელმისაწვდომი და ინდივიდუალური ტესტები დღეს ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მრავალ სკოლასთან ერთად, მომავლის საქმეში განსაკუთრებული თანამოაზრეობის სურვილი თბილისის N112 საჯარო სკოლის წარმატებულმა დირექტორმა, ნინო თაბაგარმა გამოთქვა და თავის საყვარელ ოჯახს Izrune.ge-ს წევრობა მიულოცა.

შეხვედრაზე კიდევ ერთი უპრეცენდენტო ინიციატივა გაჟღერდა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი  ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს.  

თბილისის N112 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს გოჩა ტყეშელაშვილს მომავალ თაობაზე ზრუნვისა და Izrune.ge-ს შექმნისთვის, სკოლის დირექტორს კი - ინოვაციებისთვის ფეხის აწყობისა და პორტალის ყველა სიკეთის სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად ხელმისაწვდომობისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203