ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც თბილისში მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
25-09-2018
თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებლის დაჯახების შედეგად დაღუპული გოგონა 1997 წელს დაბადებული ნანუკი ყელბერაშვილია.

როგორც მისი "ფეისბუქიდან" ირკვევა, ის ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.  

ფეიქრების ქუჩაზე უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, მან ჩართო ხმოვანი სიგნალი და მუხრუჭიც გამოიყენა, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო.   

მატარებლის მგზავრების ცნობით, ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.    

მომხდარზე შინგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203