ციხიის საჯარო სკოლაში სიახლეებითა და იმედებით სავსე 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყო.
წელს სკოლას 100 წელი შეუსრულდა.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე 1918 წელს საძირკველჩაყრილ ციხიის საჯარო სკოლას 100 წლისთავი მიულოცეს მოსწავლეებმა, არჩილ ჩუბინიძემ და ნიკოლოზ გოქაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან თუთისანი გამოვიდა, პედაგოგმა მაია ობოლაძემ კი სკოლის ისტორია მიმოიხილა.
დირექტორმა, ეკა აბესაძემ სკოლის წარმატებებსა და მომავალი მიზნების შესახებ შეახსენა მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს და შემდეგ I-VI კლასის აღსაზრდელებს ახალი სახელმძღვანელოები გადასცა.
ღონისძიების ბოლოს პირველი ზარი მე-9 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, ელენე გვეტაძემ პირველკლასელთან ერთად ააწკრიალა.
იხილეთ ფოტოები